გამგზავნი ვალდებულია შეკვეთის გაფორმებამდე აუცილებლად გადაამოწმოს და გაეცნოს ჩვენს პირობებს, შემდგომში გაუთვალისწინებელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით
თბილისში საშუალოდ 20–60 წუთიდან 2 საათამდე, დამოკიდებულია ბევრ გარემო პირობებზე.
ამანათის უკან დაბრუნების შემთხვევაში : ტრანსპორტირების ღირებულების 100%
დიახ. შეკვეთის ფორმა საშუალებას გაძლევთ დაამატოთ რამდენიმე მიმღები.
შეკვეთის გაფორმებისთანავე დაგიკავშირდებით დეტალების დასაზუსტებლად რის შემდეგაც კურიერი გამოემართება თქვენს მისამართზე ამანათის ასაღებად.
შეკვეთის გაუქმება გამოიწვევს 20 ლარით დაჯარიმებას. (ცრუ გამოძახება)
გადავადებული მიწოდება (მეორე დღეს) დაემატება გაორმაგებული საკურიერო საფასური.
კანონმდებლობით აკრძალული ნივთების გადატანა ისეთი ნივთები, რომელთა ფლობა და გადატანა იწვევს სისხლის სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ისეთი ნივთები, რომელთა შენახვა, გადაზიდვა ან/და ტრანსპორტირება ქმნის არაგონივრულ ფინანსურ ან/და რეპუტაციულ რისკს SMART DELIVERY-თვის.
იმ შემთხვევაში როცა კურიერი მიმღებთან იქნება გადასაცემად მისული და არ ჩაიბარებს არავინ მოხდება შეკვეთის უკან დაბრუნება, მას შემდეგ რაც დაფარული იქნება საკურიერო საფასური (ზემოთ აღნიშნულ 3.პუნკტის შესაბამისად)
გამგზავნი ვალდებულია კურიერს აცნობოს ამანათის შემცველობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კურიერს აქვს უფლება გაუქმოს შეკვეთა მოიქცეს 8. პუნკტის თანახმად.
ამანათის მიღებისას მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს მისი შემოწმება. არასათანადო შეფუთვით ან წინასწარ დაუფიქსირებელი დაზიანებით გამოწვეული შემთხვევები შესაძლოა არ დაექვემდებაროს ანაზღაურებას.
შეკვეთის გაფორმებისას ამანათის წონა ზომა დაზუსტებით შეურჩიეთ მიწოდების ტრანსპორტს. წინააღმდეგ შემთხვევაში (თანხა) უკან არ დაბრუნდება როდესაც უკვე (გამგზავთან) იქნება კურიერი.
უამინდობის დროს თუ თქვენი შეკვეთა აღმოჩნდება (ელ.სკუტერი-ის და სკუტერის) სატრანსპორტო საშვალებებში თქვენი შეკვეთის მიწოდება გადაიდება რამდენიმე საათით. (გარდა საკვებისა)
რეგიონული შეკვეთების მიღება ხდება სამუშაო დღეებში ორშაბათიდან პარასკევამდე. მიწოდება ხორციელდება შაბათ კვირას.
როდესაც ხდება რეგიონებში ტრანსპორტირება ზემოთ აღნიშნული პუნკტის თანახმად შესაძლებელი ხდება რეგიონიდან აღება შეკვეთების და უკანა გზაზე თბილისისკენ დარიგდეს სამუშაო დღეებში.
შეკვეთილი მომსახურების შესაბამისად ანგარიშსწორება, რომელიც შესრულებულად ითვლება სმარტ დელივერის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან. საჭიროების შემთხვევაში, სმარტ დელივერი უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.
ვებგვერდზე შესვლით თქვენ ეთანხმებით სმარტ დელივერის ვებგვერდის მომხარების წესებსა და პირობებს. წინამდებარე წესები და პირობები მოქმედებს, როგორც ვებგვერდის ყველა ფუქნციონალზე, ისე ვებგვერდის საშუალებით გაწეულ მომსახურებასა და მის შედეგებზე.
Cash on Delivery Service. დამკვეთის მიერ შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, სმარტ დელივერი უზრუნველყოფს ადრესატისათვის მიწოდებული ამანათის ღირებულების ადგილზე მიღებას ადრესატისაგან ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და ადრესატისაგან მიღებული ამანათის ღირებულების დამკვეთისათვის გადარიცხვას მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული პერიოდულობითა და წესით.