1. მომხმარებელი
შეკვეთის გაფორმებამდე მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს Smart Delivery-ის წესებსა და პირობებს. მომსახურების გამოყენება ნიშნავს აღნიშნულ პირობებზე თანხმობას.
2. შეკვეთის მიღება და შესრულება
შეკვეთის მიღების შემდეგ ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად. დადასტურების შემდეგ კურიერი გამოემართება მითითებულ მისამართზე ამანათის ასაღებად.
3. ამანათის მომზადება
გამგზავნი პასუხისმგებელია ამანათის სწორ შეფუთვაზე და ვალდებულია წინასწარ აცნობოს კურიერს შიგთავსის შესახებ.
4. აკრძალული ნივთები
აკრძალულია ისეთი ნივთების გადაზიდვა, რომელთა ფლობა, შენახვა ან ტრანსპორტირება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან ქმნის ფინანსურ, უსაფრთხოების ან რეპუტაციულ რისკს Smart Delivery-ისთვის.
5. შეკვეთის გაუქმება
იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა გაუქმდება კურიერის გამგზავრების შემდეგ, შესაძლოა დაწესდეს მომსახურების საფასური გაწეული ხარჯების შესაბამისად.
6. დაბრუნებული ამანათი
თუ ამანათის ჩაბარება ვერ მოხერხდა მიმღებთან, მისი უკან დაბრუნება ხორციელდება ტრანსპორტირების ღირებულების შესაბამისად.
7. რეგიონალური მიწოდება
რეგიონული შეკვეთების მიღება ხდება სამუშაო დღეებში ორშაბათიდან პარასკევამდე. მიწოდება ხორციელდება შაბათ-კვირას.
8. ჩაუბარებელი შეკვეთა
თუ კურიერი მივა მიმღების მისამართზე და ამანათის ჩაბარება ვერ მოხერხდება, შეკვეთა შეიძლება დაბრუნდეს გამგზავნთან დამატებითი ტრანსპორტირების საფასურის გათვალისწინებით.
9. დაზიანებული ამანათი
ამანათის მიღებისას მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს მისი შემოწმება. არასათანადო შეფუთვით ან წინასწარ დაუფიქსირებელი დაზიანებით გამოწვეული შემთხვევები შესაძლოა არ დაექვემდებაროს ანაზღაურებას.
10. არაგაბარიტული ტვირთი
მომხმარებელი ვალდებულია სწორად მიუთითოს ამანათის ზომა და წონა, რათა სწორად შეირჩეს ტრანსპორტირება.
11. უამინდობა
რთული ამინდის პირობებში მიწოდების დრო შესაძლოა შეიცვალოს უსაფრთხოების მიზნით.
12. გადახდა
მომსახურების საფასური განისაზღვრება შეკვეთის პირობების მიხედვით. გადახდა ხორციელდება შეთანხმებული მეთოდით.
13. COD მომსახურება
Smart Delivery უზრუნველყოფს თანხის მიღებას მიმღებისგან და მის გადაცემას გამგზავნისთვის წინასწარ შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
14. ვებგვერდის გამოყენება
Smart Delivery-ის ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება მომსახურების წესებსა და პირობებს.
15. პასუხისმგებლობა
Smart Delivery იტოვებს უფლებას შეცვალოს ან განაახლოს მომსახურების პირობები მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზების მიზნით.